"პალიტრა TV"-მ საკაბელო მაუწყებლობა კიდევ გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა უკვე თბილისის საკაბელო ოპერატორის "7 არხის" და თელავის რაიონის საკაბელო ოპერატორის "გორდას" აბონენტებსაც შეუძლიათ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრა TV"-ს დირექტორმა, ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "SilkTV"-ის", "კავკასუს ონლაინის" , "გლობალ ტვ"-ს, "ა+ბ"-ს, "სტუდია ტვ"-ს, "დიდგორი -2"-ის და "ინტერ თივის" მეშვეობით.
ამასთან, 1 აპრილიდან ყოველ სამუშაო დღეს 19:30 -ზე "პალიტრა TV" -მ მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენება დაიწყო.